ძვირფასო კოლეგებო და მომხმარებლებო !!!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს !!!
გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას თქვენს საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში.
ვისურვებდით, რომ 2021 წელი ყოფილიყოს წარმატების, განვითარების, პანდემიის დაძლევის და რაც მთავარია, ერთსულოვნების წელი თითოეული თქვენგანისთვის.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის და კოლეგიალურობისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ 2021 წელს ყველა ერთად შევძლებთ გასული წლის გამოწვევების დამარცხებას და პოზიტიური განწყობით განვაგრძობთ კვლავინდებურად წინსვლას ჩვენს საქმიანობაში და ურთიერთთანამშრომლობაში.
კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
საუკეთესო სურვილებით და პატივისცემით,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრი