საზოგადოებრივი უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრი

ერთსულოვნება სიძლიერის საწინდარია

info@psac.ge; psacge@gmail.com; Tel: 577416620

Ge En Ru
« 300 ლარიდან! სააბონენტო გადასახადის საფუძველზე, გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების მართვას თქვენს საქმიანობაში. დაგვიკავშირდით: 577 41 66 20 (საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში) »

სიყვარულსა და ქორწინების შესახებ

ნებისმიერი სიყვარული - იქნება ეს სიყვარული საკუთარი თავისადმი თუ მოყვასისადმი, - ღმერთის მიმართ სიყვარულით უნდა მოწმდებოდეს. ნებისმიერი საწადელი - ცალკე რელიგია, ანუ თვითგაღმერთების კულტია, რომელიც საკუთრივ არც არის რელიგია. ძველად წარმართებში ყველა საწადელს თავისი „ღმერთი“ ჰყავდა. მაგალითად, ოდითგანვე ცნობილია მომხვეჭელობის „ღვთაება“ - მამონა, ხოლო ბერძნებს სარფიანი მოგების „ღმერთად“ მერკური მიაჩნდათ, სიყვარულის „ღმერთებად“ - აფროდიტე და ეროსი, მხიარულებისა და დროსტარების „ღმერთად“ - დიონისე და ა.შ.