........................საზოგადოებრივი უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრი........................
.................................................................გთავაზობთ!...................................................................
ჩვენი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მზად ვართ გაგიწიოთ მომსახურება საქართველოს ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, მუხლი 5. დამსაქმებლის ვალდებულებები, პუნქტი 2 და 3 -ის შესაბამისად, სადაც ნათქვამია, რომ:
დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია. როგორიცაა:
ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ;
ბ) სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;
გ) საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ.
ასევე, დამსაქმებელმა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სწავლების (ტრენინგების) ჩატარება უნდა უზრუნველყოს:
ა) დასაქმებულების დაქირავებისას, მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;
ბ) დასაქმებულთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას;
გ) ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვის, ახალი მანქანა-დანადგარების გამოყენების ან/და საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;
დ) განმეორებით, თავის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.
გარდა ამისა:
მუხლი 6. პრევენცია.
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკების შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად რისკების განსაზღვრა და შესაბამისი ზომების მიღება, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს თანამიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის თავისებურებებს.
მუხლი 7. შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა.
1 და მე-4 პუნქტის შესაბამისად: თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, არ გყავთ სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და გესაჭიროებათ შესაბამისი კადრი, ჩვენი ცენტრი მზადაა ხელშეკრულების საფუძველზე, გაგიწიოთ მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში გადაგიმზადოთ და/ან მოგივლინოთ, თქვენთვის სასურველი დარგის სპეციალისტი და/ან ორგანიზაცია.
აღნიშნული კანონმდებლობის გავალისწინებით გთავაზობთ, შრომის უსაფრთხოებაში მომსახურების მოქნილ პირობებს სააბონენტო გადასახადის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია კომპანიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული კადრის რაოდენობასა და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაზე.
არა მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემცველი საქმიანობისათვის, ერთჯერადი აუდიტორული მომსახურების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის ტოლფასია.
5 - კაცამდე დასაქმებული - ყოველთვიური სააბონენტო - 150 ლარი;
10 - კაცამდე დასაქმებული - ყოველთვიური სააბონენტო - 300 ლარი;
20 - კაცამდე დასაქმებული - ყოველთვიური სააბონენტო - 600 ლარი;
21 და მეტი - ურთიერთშეთანხმებით.
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემცველი საქმიანობისთვის, სააბონენტო გადასახადი, პირველადი, ერთჯერადი აუდიტორული მომსახურების ტოლფასია:
5 - კაცამდე დასაქმებული - ყოველთვიური სააბონენტო - 300 ლარი.
10 - კაცამდე დასაქმებული - ყოველთვიური სააბონენტო - 1000 ლარი.
20 - კაცამდე დასაქმებული - ყოველთვიური სააბონენტო - 2500 ლარი.
20 და მეტი - ურთიერთშეთანხმებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
psacge@gmail.com; info@psac.ge;
მობ: 577416620
Viber: 599234279